jeudi 17 septembre 2015

cv


პროექტები

                                  პროექტის გეგმა და რეფლექსია 


                                          








                                             სასწავლო    პროექტი
                                             ,,ფრანგული შანსონი“
                                                 პროექტის გეგმა
                             პროექტის ხელმძღვანელი-ირმა ვაშაკიძე
პროექტის სახელწოდება
          ,,ფრანგული შანსონი“
პროექტის მთავარი იდეა
·         მოსწავლეები გაეცნობიან ფრანგ შანსონიეებს, ცნობილ ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებლებელთა ფრანგული კლასიკური ლიტერატურით შთაგონებულ შემოქმედებას;
ქართულ პოეზიად ქცეულ თარგმანებს;                     გაეცნობიან საფრანგეთში მოღვაწე ახალგაზრდა მთარგმნელის ბაჩანა ჩაბრაძის შემოქმედებას;
·         მოიძიებენ ინფორმაციას, ცნობილი შემსრულებლების შესახებ
·         განავითარებენ ენობრივ, შემოქმედებით, კვლევით, თანამშრომლობით კომპეტენციებს
·         მოამზადებენ პრეზენტაციებს
·         გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს
·         გაუჩნდებათ ფრანგული ენის  უკეთ შესწავლის მოტივაცია
·         წარმოადგენენ ლიტერატურულ საღამოს
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება და მედიაცია
მოსწავლე უცხოურ ენაზე ახორციელებს, სასწავლო პროექტს, რადგან ენა და კულტურა ერთმანეთისაგან განუყოფელია, მოსწავლეს უცხო ენის სწავლის დროს უგროვდება ამ ენის კულტურის შესახებ გარკვეული ზოგადი ცნობა, რომელიც შეიძლება პასიური მარაგის სახით შეინახოს მისმა ცნობიერებამ. აღნიშნული პროექტი სწორედ ამ ცოდნის გამოვლენას და გააქტიურებას ემსახურება. გარდა ამისა კულტურათა დიალოგი იწყება ამ კულტურების გაცნობით, მოსწავლე აცნობიერებს, როგორც სამიზნე ენის ქვეყნის ასევე საკუთარი სამშობლოს კულტურულ სიმდიდრესა და განსაკუთრებულობას. ის თავადვე აჯამებს ორივე ქვეყნის კულტურის შესახებ ინფორმაციას  და პროექტის სახით წარმოადგენს.
პროექტის  მიზნები                                         
ü   ფრანგი ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებელთა შემოქმედების გაცნობა
ü  ქართველი თანამედროვე პოეტისა და მთარგმნელის ბაჩანა ჩაბრაძის შემოქმედების გაცნობა  
ü  მხატვრული ტექსტის(პოეზია) გაცნობა და სწავლება მშობლიურ და ფრანგულ ენებზე
ü  კრებულის პრეზენტაცია,როგორც ცნობილი ფრანგი შემსრულებლების შემოქმედების შეცნობის საშუალება
ü  უცხო სიტყვათა ლექსიკონის გამდიდრება
ü  ფონეტიკური და ლექსიკური მასალის დამუშავებ, მოსმენისა და ლაპარაკის უნარ-ჩვევების გასავითარებლად.
ü  თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან  კოლაბორაცია, შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
ü  ენობრივი(შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა და სხვა)
ü  სხვადასხვა რესურსის დახმარებით  პროექტისათვის საჭირო რესურსების შექმნა
პროექტის მონაწილეთა ასაკი
წინარე ცოდნა
 მე-8, მე-10, მე-11ა კლასები.
 ავთენტურ რესურსებს, ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, ენობრივი განწყობის შესაქმნელად, ტექსტის, როგორც ფონეტიკური და ლექსიკური მასალის დამუშავებისთვის, ასევე მოსმენისა და ლაპარაკის უნარების გასავითარებლად.
მოსწავლეები ფლობენ ავთენტურ მასალებზე მუშაობის უნარ-ჩვევებს
ვადები/ ხანგრძლივობა
               6.03-29.04
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  სასწავლო მიზნები და
 სტანდარტთან შესაბამისობა
§  უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
§  უცხ.ს.VII.18.  მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
§  უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს-ამუშავებს სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან წყაროებს
§  უცხ.ს.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტი (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).
§  უცხ.ს.I.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
§  უცხ.ს.I.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
 ლიტერატურული კრებული,,ფრანგული შანსონი“ ინტერნეტ რესურსი, სადაც განთავსებულია, ფრანგი შანსონიიების შესახებ მრავლისმომცველი ინფორმაციები,  მთარგმნელის მიერ მოწოდებული დოსიე ფრანგული შანსონის შესახებ, პროექტორი, ნოუთბუქი, სლაიდები, ფოტოები, დეკორაციები და პრეზენტაციები გამოსაფენად, ფოტოაპარატი,  ვიდეოაპარატი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
აქტივობა1- მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად ვგეგმავთ დავალების სახეებს და ამ დავალებების ორგანიზებას, მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.
აქტივობა 2- მოსწავლეების განაწილება ჯგუფებად და დავალებების განაწილება, ეტაპობრივი მუშაობა,მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით
( ხუთივე ავტორის შემოქმედების გადანაწილება ხდება მოსწავლეთა 5 ჯგუფში)  განსაზღვრული დროის ფარგლებში.                                                         
 აქტივობა 3 -მასალის მოძიება ლიტერატურის და ინტერნეტის საშუალებით (მთაგმნელის მიერ მოწოდებული დოსიეს გამოყენება)
 აქტივობა 4-  მასალის შერჩევა და დამუშავება ქართულ  და ფრანგულ ენებზე                                                                
 აქტივობა 5 - არსებული ინფორმაციების გამოყენებით  სლაიდები და პრეზენტაციები მომზადება                                                                                                                           
 აქტივობა 6  თითოეული ავტორ- კომპოზიტორ -შემსრულებელის  შემოქმედების წარმოდგენა, ფრანგულ-ქართულად აჟღერებული პოეზია და სიმღერები
აქტივობა 7- შესასრულებელი სამუშაოების დელეგირება მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით(ქმნიან ცნობილ შემოქმედთა პორტრეტებს, ილუსტაციებს;  დეკორაციებს, მუშავდება სიმღერის  ტექსტი, მზადდება პარიზის ცნობილი კაფის იმპროვიზაცია სცენაზე
აქტივობა 9-  მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ ლიტერატურულ საღამოს შეაფასება-მონიტორინგი.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტ-ის სხვადასხვა საშუალებების  გამოყენება სასწავლო რესურსების შექმნის და გაცნობის მიზნით


პროექტის ხელმძღვანელი                               (მასწავლებელი)
ირმა ვაშაკიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
Irmavashakidze1@ gmail.com
პროექტის რესურსი
ფოტო და ვიდეო მასალა, დაიბეჭდა სტატია პროექტის შესახებ  გაზეთში,,მაცნე“ #13-ში          04-10.05    www.samtredia.com.ge     
  ,,მეტი ტრუბადურული მანევრი რეგიონებში“
პროექტის შეფასება
პროექტი შეაფასეს: პოეტმა და მთარგმნელმა ბაჩანა ჩაბრაძემ, სკოლის დირექციამ, ქალაქისა და საკრებულოს ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა.











                                                          რეფლექსია



     ფრანგული ენის გაკვეთილებზე ენის შესწავლის მოტივაციის შესაქმნელად საგაკვეთილო პროცესში ხშირად ვიყენებ ავთენტურ რესურსებს. სწავლების ყველა ეტაპზე სიმღერა გვეხმარება უფრო ინტენსიურად და ხარისხიანად იქნას ათვისებული ხმოვნების რედუქციის, არტიკულაციურად რთული შეთანხმებების გამოთქმის თავისებურებები. მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი აზრების გამოთქმას უცხოურ ენაზე არა ცალკეული სიტყვების, არამედ სიტყვათა შეთანხმებებისა და ფრაზების საშუალებით. ავთენტური მასა
ლის გამოყენება მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რადგანაც სიმღერებს მეტი უპირატესობა აქვს პროზაულ მასალასთან შედარებით. გაკვეთილებზე ცნობილ ფრანგ ავტორ- კომპოზიტორ-შემსრულებლებელთა: ბრსენსის, ბრელის, გენსბურის, ფერეს, ვიანის შემოქმედებების  გაცნობისას, მოსწავლეებს წარმოუდგინე  ცნობილი შანსონიიების მთარგმნელის, პარიზში მოღვაწე ქართველი პოეტის ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანები, იმდენად დიდი იყო მოსწავლეთა დაინტერსება ამ თემატიკით, რომ გაჩნდა პროექტზე მუშაობის იდეა. ურთიერთშეთანხმებით  გადანაწილდა სამუშაოები ჯგუფებში, მოსწავლეთა შესაძლებლობლობების გათვალისწინებით. აქტივობები, დასახული მიზნის შესაბამისად წარმატებით წარიმართა: მოსწავლეები ჯგუფებში ბევრს მუშაობდნენ, თითოეული ავტორის შემოქმედების პრეზენტაციისათვის.

პროექტი წარმატებით განხორციელდა, საინტრესო მუშაობის შემდეგ  გაიმართა ლიტერატურული საღამო, მოეწყო ცნობილი კაფის იმპროვიზაცია, მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი იქნა ფრანგი ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებლები, პროექტის წარმატება გარკვეულწილად განაპირობა მთარგმნელ ბაჩანა ჩაბრაძესთან თანამშრომლობამ, რომელიც საღამოს ვირტუალური სტუმარი იყო  და რომლის თარგმანების კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა ლიტერატურულ საღამოზე.
ცოდნა, რომელიც ამ პროექტზე მუშაობისას შეიძინეს  მოსწავლეებმა მრავლისმომცველი იყო, მათ კარგად ესმოდათ რასაც წარმოადგენდნენ, მოსწავლეთა ერთ ნაწილს ბრასენსის შემოქმედება უფრო მოსწონდა, ნაწილს გენსბურის, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ემოციებს ვერ მალავდნენ ბრელის შემოქმედების მიმართ. პოეზიად ქცეულ სიმღერებს, კრებულით ხელში  ქართული თარგმანით ისმენდნენ.  ტექსტის განმეორებითმა მოსმენებმა, უცხო სიტყვათა მემორიზაცია განაპირობა, რაც  მნიშვნელოვანია უცხო ენის სწავლებისას, აგრეთვე  სასიმღერო მასალა კულტუროლოგიური კომპეტენციების ფორმირებას შეუწყო ხელი მოსწავლეებში, მათ წარმატებით წარმოაჩინეს  თავიანთი შესაძლებლობები: მოახდინეს მიწოდებული მასალის დიდაქტიზირება, თეატრალიზება, ისაუბრეს განცდებით ცნობილ შემსრულებლებზე,  ქართულ-ფრანგულად წარმოადგინეს პოეზია, შეასრულეს სიმღერები, შექმნეს ამავე შემსრულებელთა პორტრეტები და მოამზადეს დარბაზის დეკორაციები. პროექტზე მუშაობისას გამოიკვეთა სხვადასხვა აქტივობების დამატების აუცილებლობაც, გაჩნდა იდეა, ცნობილი  ,,კაფე დე ფლორის“ იმპროვიზაციისა სცენაზე, მოსწავლეებს იმდენად გაუჯდათ გონებაში  მძაფრი, სათქმელით დატვირთული ფრაზები, უკვე მოცემული ძალიან ბუნებრივ ქართულ ჟღერადობაში, რომ ფრთიან ფრაზებადაც კი  აქციეს. თუმცა პროექტის წარმოდგენისას თავი იჩინა ხარვეზმა, ტექნიკურმა გაუმართაობამ.
პროექტის მნიშვნელობა და წარმატება განაპირობა იმანაც, რომ ცნობილი შემსრულებლები და მათი თარგმანები მედიატიზირებულია, როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში, ხოლო სკოლაში კი ამ პროექტის განხორციელება  იყო ინოვაციური, შემეცნებითი, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას  და კულტურული ცნობიერების ამაღლებას, ყველაფერმა ერთად კი განაპირობა პროექტის წარმატება, რისთვისაც მთარგმნელმა ბატონმა ბაჩანა ჩაბრაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სკოლას. იმდენად დიდი იყო მოსწავლეთა ინტრესი, მათი აქტიურობა, მიღწეული შედეგი, მშობელთა კმაყოფილება, რომ მსგავს პროექტებზე მუშაობა მომავალშიც დაისახა.










     


               Projet pour ,,Bonjour de France" 

           

           Zoom sur l'abeille géorgienne

https://www.bonjourdefrance.com/exercices/zoom-sur-l'abeille-georgienne.ht






                 Projet pour le concours de  la Francophonie 2018 


მოსწავლეთა ფრანკოფონიის  კონკურსისთვის  მოსამზადებელი პროგრამა




საქმიანობის ტიპი:  ნარატიული ტიპის ფოტო -რომანის შექმნა, რომელშიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო ფრანკოფონიის საკონკურსო 10 სიტყვიდან არანაკლებ 5 სიტყვა. საკონკურსო სიტყვები ლოგიკურად უნდა გამოყენებულიყო ფოტო რომანში, რომელიც მოსწავლეებს კომიქსების სახით უნდა წარმოედგინათ. კონკურსი გამოცხადდა საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით ფრანკოფონიის ფარგლებში 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისათვის.
მიზანი: მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები უნდა გაერკვიონ ფრანკოფონიის საკონკურსო ათი სიტყვის მნიშვნელობაში, რომლებიც საკმაოდ რთული და ნაკლებად აქტუალური სიტყვებია. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ  მოცემული საკონკურსო სიტყვების გამოყენებით  ნარატიული ტიპის პროექტის შექმნა, დაევალათ ისტორიის შექმნა -მოფიქრება, მოცემული სიტყვების გამოყენებით და ფოტოების გადაღება შექმნილი ისტორიის  მიხედვით და კომიქსების სახით თანმიმდევრულად წარმოდგენა.
მოსწავლეთა პროფილი: X კლასის მოსწავლეები (თათია კრავეიშვილი,მანანა ბოჭორიშვილი,ნიკა გრინევსკი,გიორგი ღვინერია,თორნიკე მსხილაძე.)
თარიღი
თემა
აქტივობა
მეთოდი/სტრატეგია
რესურსი
აპრილი
საკონკურსო თემის განხილვა.



 პირველ შეხვედრაზე გავეცანით   კონკურსის ინსტრუქციას.მოსწავლეებს გავაცანი ფრანკოფონიის ათი  სიტყვა, კონკურსის განაცხადს თან ერთვოდა ვიდეო ინსტრუქციები თითოეული სიტყვისა.დავგეგმეთ მომავალი შეხვედრების გრაფიკი, თანმიმდევრობა,გადავანაწილეთ მოვალეობები და დავარიგე დავალებები ,კერძოდ მოსწავლეებს უნდა მოეფიქრებინათ საინტერესო ამბავი, ისტორია რომელშიც აუცილებელი იყო საკონკურსო სიტყვების ლოგიკური გამოყენება


ვერბალური მეთოდი.


კონკურსისთვის მოსამზადებელი პროგრამა.ვიდეო ინსტრუქციები.
სამუშაო შეხვედრების გრაფიკი ცხრილის სახით.



მარტი
ნარატიული ტიპის ისტორიების წარმოდგენა და შერჩევა, წარმოდგენილი ისტორიის გაცნობა და თარგმნა ფრანგულ ენაზე
მეორე შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს  რამდენიმე ვერსია. ისტორია, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და რომელშიც საკონკურსო სიტყვების გამოყენება იქნებოდა ლოგიკურად დაკავშირებული, ჩამოვაყალიბეთ და დავიწყეთ ფრანგულ ტექსტზე მუშაობა
დემონსტრირების მეთოდი.
კონკურსის ინსტრუქციები,
ფურცლები
მარტი
შექმნილი ისტორიის შესაბამისი ფოტო ისტორიის შექმნა.
დაიგეგმა ფოტოების გადაღების სერიები, შეირჩა ადგილები სად უნდა გადაღებულიყო ფოტოები .
მესამე შეხვედრაზე მოსწავლეებმა  ქრონოლოგიურად კომიქსების სახით ჩამოაყალიბეს  ისტორია ,გადაიღეს ფოტოები და ლოგიკურად დაალაგეს შესაბამისი ფრაზებით
წერითი მუშაობის მეთოდი.
ფოტო აპარატი სამუშაო ფურცლები,  ფანქარი,მარკერები.
მარტი
გადაღებული ფოტოების შერჩევა და ტექსტის შესაბამისად განლაგება,
მეოთხე შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ფოტო რომანი
დემონსტრირების მეთოდი.
პრეზენტაცია.
სამუშაო ფურცლები, წებო, ფანქარები, ფოტოები.
მარტი
ფოტო რომანის პროექტის  შექმნა, ფოტოების თანმიმდევრულად განთავსება შესაბამისი დიალოგების კომიქსების სახით  გაფორმება.
მეხუთე შეხვედრაზე მოსწავლეებმა გააფორმეს  პროექტი შინაარსის მიხედვით და ფოტოების თანმიმდევრობით ავაწყვეთ და ერთად მოვამზადეთ  მასალა კონკურსზე გასაგზავნად.
თანამშრომლობითი მეთოდი.
ქაღალდები
ფოტოები.

 Projet pour le concours de  la Francophonie 2019 
SLAM à l'école