dimanche 20 octobre 2019

2019 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი

25 სექტემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ქართული,როგორც მეორე ენების საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსში,რომელიც 2019 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.
დაჯილდოების ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.კონკურსში მონაწილე 14 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა,რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა

ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელად ქალაქ სამტრედიის #1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა ვაშაკიძე დასახელდა, რომელსაც ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთში სტაჟირებას დაუფინანსებს.გარდა ამისა, პედაგოგს კომისიის წევრმა, მირანდა ლომიძემ გადასცა მეხსიერების ბარათი დამხმარე სახელმძღვანელოებით.ასევე,თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გამარჯვებული სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.




jeudi 13 juin 2019

დამეგობრებული სკოლები


https://drive.google.com/open?id=0BwMLjZiRztvQX3lQRHE5dlRkcFlIY0l6c3FfbFQ2YnltclRN
სამტრედიის #1 საჯარო სკოლა და იტალიის ქალაქ გროტაგლის ფრანჩესკო ჯაკომო პინატელის ფრანგულ კოლეჯი დაძმობილდნენ.
სკოლის დირექტორი-ქ-ნი ხათუნა ფაილაძე . პინატელის კოლეჯის დირექტორი-ქ-ნი მარიზა ბაზილი
ფრანგული ენის მასწალებლები:ირმა ვაშაკიძე - მარია ანჯელა ერარიო
მოსწავლეები-ქეთი-ჟინევრა ,ანა-ელეონორა, თორნიკე-ფრანჩესკა, ირაკლი-ჟიანლუკა, რეზი-პიერო, მარიამ-მარია,მუთო-სტეფანია, ნუკი-ჟიულია, ლიკა-ელენა, გვანცა-ჩირო სანტორო,ეთო-მატეო, ანი-ჟიორჟია,მარი-ჟაკოპო
L’école publique #1 de Samtredia et le collège de Francesco Giacomo Pignatelli de Grottaglie de l’ Italie ont fait la jumellage.
Directrice –Madame khatuna Phailadzé- Directrice –Madame Mariza Basile
Enseignantes - Irma Vashakidzé, Maria Angela l’Erario
Kéti-Jinevra, Anne-Eléonora,Torniké- Francesco, Irakli-Gianluca, Rézi-Pierro, Marie-Maria, Muto-Stephanie, Nuki-Giulia, Lika-Eléna, Gvansa-Ciro, Eto-Matéo, Annie-Giorgia, Marie-Jacopo

https://drive.google.com/open?id=0BwMLjZiRztvQb0d6SW9jSGFnOW8wdHJiMFd0SEdFNTJpZnd
rhttps://drive.google.com/open?id=0BwMLjZiRztvQb0d6SW9jSGFnOW8wdHJiMFd0SEdFNTJpZndr




2000 წელს N1 საჯარო სკოლა დაუმეგობრდა საფრანგეთის ქალაქ ნოჟან-ლე როტრიუს არსენ მონიუს სახელობის კოლეჯს. სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ურთიერთობა კოლეჯის მე-3 კლასის მოსწავლეებსა და N1 სკოლის VII კლასელთა შორის. ბავშვები ერთმანეთს უგზავნიდნენ წერილებსა და ამანათებს. მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა ფრანგული ენის მასწავლებელი, ქალბატონი ირმა ვაშაკიძე. პედაგოგი მომავალშიც აპირებს მათთან ურთიერთობის გაგრძელებას.









მოსწავლეთა კონფერენცია

ფრანგულენოვან მოსწავლეთა კონფერენცია "ფრანგები საქართველოში
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლისა და ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში ,,ფრანგები საქართველოში“მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა:მარიამ სხიტარიძემ,ანა რევიშვილმა,ნიკა გრინევსკიმ,ლუკა კაცაძემ და გიორგი ღვინერიამ. პროექტის ხელმძღვანელი-ი. ვაშაკიძე.
მათ მიერ წამოდგენილი პროექტი -კონფერენცია,,ალექსანდრე დიუმა",ვიდეო-რგოლი და დიაპორამა კონკურსის საუკეთესოთა შორის დასახელდა.გამარჯვებული მოსწავლეები სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ!






კონფერენციები

საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა პირველი კონფერენცია
„თანამედროვე მიდგომები სკოლებში, ფრანგული ენის სწავლების

პოპულარიზაციისათვის“ - ირმა ვაშაკიძე, სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლა


vendredi 10 mai 2019

პროექტი TLG

                              2017 წლის 15 სექტემბრიდან  სამტრედიის #1 საჯარო სკოლა ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამაში ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“, სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ვაშაკიძესთან თანამშრომლობს ფრანგი მოხალისე პედაგოგი გოტიე კანტენ კრეპტი, მასთან ერთად ერთად  ტარდება სკოლაში  პარტნიორული გაკვეთილები ფრანგულ ენაში.

პროგრამაში ჩართულობა და ფრანგი მოხალისე პედაგოგის ყოფნა სკოლაში, ნამდვილად დამეხმარა ფრანგული ენის სწავლების პოპულარიზაციაში. გოტიეს ოჯახმა სკოლას უსაჩუქრა  ბიბლიოთეკა-ფრანგული წიგნები მოსწავლეებისათვის. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და იყო ნამდვილად პროდუქტიული. ერთად ვგეგმავდით თითოეულ გაკვეთილს,უამრავი აქტივობა იქნა ჩვენს მიერ განხორციელებული:

1.      შევქმენით  ფრანგული კლუბი,,ვისწავლოთ ფრანგული სიმღერით“, კლუბის მუშაობა იმართება ყოველკვირეულად.

2.      მოვაწყვეთ სამი პედაგოგიური სახელოსნო: ადგილობრივი, რაიონის და ქუთაისის პედაგოგებისათვის.

3.      გამარჯვება მოვიპოვეთ ფრანკოფონიის ფარგლებში  ჩატარებულ კონკურსში(მე-3 ადგილი)

4.      გამარჯვება მოვიპოვეთ ამავე პროგრამის ფარგლებში, ესეს კონკურსში.

5.      ავღნიშნეთ ფრანკოფონიის დღესასწაული სკოლაში და ვუმასპინძნელეთ ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს საქართველოში, ბატონ ჟან-ივ ლავუარს.

6.      ჩავატარე სამოდელო ტიპის გაკვეთილები:ინოვაციური,სწავლება ,,გაჩერებებით“ და გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული.

7.      მონაწილეობა ფრანგული ენის ეროვნულ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა თბილისის #23-ე სკოლის და ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, თემა-,,თანამედროვე მიდგომები ფრანგული ენის სწავლების  პოპულარიზაციისათვის“

8.      კონფერენცია  ქუთაისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.თემა-,,არავერბალური კომუნიკაცია, სპეციფიკური ესტები ფრანგულ კულტურაში

9.      მულტიმედიური საგანმანათლებლო რესურსის შექმნა-,,Bonjour de France“-ის საგანანათლებლო პორტალისათვის

 ვმუშაობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე ,,როგორ გვეხმარება ფრანგული კლუბის მუშაობა ზეპირმეტყველების პრობლემის გადაჭრაში“ 

















კონკურსები


მოსწავლეთა ესეს წერის კონკურსისთვის  მოსამზადებელი პროგრამა

საქმიანობის ტიპი:   სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“  ფარგლებში 2017-18 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გამოცხადებულ ესეების კონკურსი.
 მიზანი:   მოსწავლემ შეძლოს ესეს დაწერა. მოსწავლე უნდა დაეუფლოს ესეს  სახის ტექსტების წერას . მოსწავლე  ნიმუშებით სარგებლობს, თუმცა ტექსტებს თხზავს, სადაც იგი თხრობის, აღწერის, აზრის თანამიმდევრულად გადმოცემისა და დასაბუთების უნარ-ჩვევებს იძენს
უცხ.დ.III.8.მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
უცხ.დ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია  მცირე ზომის ტექსტების შედგენა.
მოსწავლეთა პროფილი:   
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა
    ავთო თავბერიძე (6კლ)
§  ნინი გიორგაძე (6კლ)
§  ნინი ნიკოლეიშვილი (6კლ)
§  ნათია კამკამიძე (9კლ)
§  ანა რევიშვილი (9კლ)
§  ირაკლი ცინცაძე (9კლ)
§  ლუკა სიხარულიძე (9კლ)


თარიღი
თემა
აქტივობა
მეთოდი/სტრატეგია
რესურსი
ნოემბერი
საკონკურსო თემის განხილვა.


კონკურსის პირობების გაცნობა.შეხვედრების დაგეგმვა, კლასების მიხედვით
( დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები  და საბაზო საფეხურის იმეცადინებენ ცალ-ცალკე)
 ესეს წერის სტრუქტურის გაცნობა საფეხურის მოთხოვნის შესაბამისად.

ვერბალური მეთოდი.


კონკურსისთვის მოსამზადებელი პროგრამა.
ფუცლები,დაფა, ცარცი



ნოემბერი
ესეს ნიმუშების წარდგენა
მეორე შეხვედრაზე მოსწავლეებს დაევალა შესწავლილი ლექსიკური და გრამატიკული ელემენტების განმეორება.დავიწყეთ ნასწავლი თემატიკის გათვალისწინებით მიცემული ესეს ნიმუშების  დამუშავება
ვერბალური
მეთოდი.
ესეს ნიმუშები
დაფა
ცარცი
სახელძღვანელოები
ნოემბერი
ესეს წერაზე მუშაობა,ესეს წერის სტრუქტურის შესწავლა
მესამე შეხვედრაზე მოსწავლეებმა უმარტივესი ტექსტები შეთხზეს, ნასწავლი თემატიკის გამოყენებით კონკურსის ფორმატის მიხედვით, მსგავსი ტიპის დავალებებზე მუშაობა  და შეისწავლეს ესეს წერა
წერითი მუშაობის მეთოდი.
დაფა
ცარცი
სახელძღვანელოები
ნოემბერი
ესეს წერაზე მუშაობა
მეოთხე შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშინაო დავალებად მიცემული ესეები.მოსწავლეებს მივეცი რეკომენდაციები ესეების გასწორების შემდეგ.
წერითი მუშაობის მეთოდი.

სამუშაო ფურცლები
საწერი კალმები
დეკემბერი
საკონკურსო ესეს წერა
,,L’istituteur bénévole dans  mon village/ville“-6კლასი

,,Les vieilles coutumes dans le monde d’aujourd’hui“-9 კლასი
წერითი მუშაობის მეთოდი.
სამუშაო ფურცლები
საწერი კალმები

 პატივცემულო დირექტორებო და პედაგოგებო,


როგორც თქვენთვის ცნობილია, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მიზნობრივი პროგრამების სამსახურში შემავალი ქვეპროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ხშირად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და უცხოური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას.

2017-18 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გამოცხადებულ ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო ოცდაერთმა საჯარო სკოლამ და დაახლოებით ორას ცამეტმა მოსწავლემ. კონკურსი ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 1) VI-VII კლ. 2)VIII-IX კლ. 3) X-XII კლ, სადაც სულ გამოვლინდა ოცდაერთიგამარჯვებული მოსწავლე.

წერით კონკურსში მონაწილე გამარჯვებული მოსწავლეებია:


 Ø  ფრანგული ენა

§  ავთო თავბერიძე (6კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§  ნინი გიორგაძე (6კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§  ნინი ნიკოლეიშვილი (6კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§  ნათია კამკამიძე (9კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§  ანა რევიშვილი (9კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§  ირაკლი ცინცაძე (9კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§  ლუკა სიხარულიძე (9კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა.


პროგრამის სახელითუღრმეს მადლობას მოვახსენებთ ყველა იმ დირექტორს, ადგილობრივ უცხოური ენის პედაგოგსა და მოსწავლეს, რომლებიც დაეხმარენ მოხალისე მასწავლებლებს კონკურსის ორგანიზებასა და წარმატებით ჩატარებაში. გვინდა აღვნიშნო, რომ ოცდაერთივე გამარჯვებული მოსწავლე მოწვეული იქნება 2017-2018 სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში, 2018 წლის ივნისში. მათ გადაეცემათ სერტიფიკატები დასიმბოლური საჩუქრები.

გისურვებთმომავალშიც პროგრამასთან წარმატებით თანამშრომლობას.

პატივისცემით,

მიზნობრივი პროგრამების სამსახურიპროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"
სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო