განათლების ეროვნული ინსტიტუტი National Institute of Education
irma vachakidze
vendredi 21 janvier 2022
dimanche 20 octobre 2019
2019 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი
25 სექტემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ქართული,როგორც მეორე ენების საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსში,რომელიც 2019 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.
დაჯილდოების ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.კონკურსში მონაწილე 14 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა,რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა
ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელად ქალაქ სამტრედიის #1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა ვაშაკიძე დასახელდა, რომელსაც ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთში სტაჟირებას დაუფინანსებს.გარდა ამისა, პედაგოგს კომისიის წევრმა, მირანდა ლომიძემ გადასცა მეხსიერების ბარათი დამხმარე სახელმძღვანელოებით.ასევე,თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გამარჯვებული სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

jeudi 13 juin 2019
დამეგობრებული სკოლები
https://drive.google.com/open?id=0BwMLjZiRztvQX3lQRHE5dlRkcFlIY0l6c3FfbFQ2YnltclRN
სამტრედიის #1 საჯარო სკოლა და იტალიის ქალაქ გროტაგლის ფრანჩესკო ჯაკომო პინატელის ფრანგულ კოლეჯი დაძმობილდნენ.
სკოლის დირექტორი-ქ-ნი ხათუნა ფაილაძე . პინატელის კოლეჯის დირექტორი-ქ-ნი მარიზა ბაზილი
ფრანგული ენის მასწალებლები:ირმა ვაშაკიძე - მარია ანჯელა ერარიო
მოსწავლეები-ქეთი-ჟინევრა ,ანა-ელეონორა, თორნიკე-ფრანჩესკა, ირაკლი-ჟიანლუკა, რეზი-პიერო, მარიამ-მარია,მუთო-სტეფანია, ნუკი-ჟიულია, ლიკა-ელენა, გვანცა-ჩირო სანტორო,ეთო-მატეო, ანი-ჟიორჟია,მარი-ჟაკოპო
L’école publique #1 de Samtredia et le collège de Francesco Giacomo Pignatelli de Grottaglie de l’ Italie ont fait la jumellage.
Directrice –Madame khatuna Phailadzé- Directrice –Madame Mariza Basile
Enseignantes - Irma Vashakidzé, Maria Angela l’Erario
Kéti-Jinevra, Anne-Eléonora,Torniké- Francesco, Irakli-Gianluca, Rézi-Pierro, Marie-Maria, Muto-Stephanie, Nuki-Giulia, Lika-Eléna, Gvansa-Ciro, Eto-Matéo, Annie-Giorgia, Marie-Jacopo
https://drive.google.com/open?id=0BwMLjZiRztvQb0d6SW9jSGFnOW8wdHJiMFd0SEdFNTJpZnd
rhttps://drive.google.com/open?id=0BwMLjZiRztvQb0d6SW9jSGFnOW8wdHJiMFd0SEdFNTJpZndr
2000 წელს N1 საჯარო სკოლა დაუმეგობრდა საფრანგეთის ქალაქ ნოჟან-ლე როტრიუს არსენ მონიუს სახელობის კოლეჯს. სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ურთიერთობა კოლეჯის მე-3 კლასის მოსწავლეებსა და N1 სკოლის VII კლასელთა შორის. ბავშვები ერთმანეთს უგზავნიდნენ წერილებსა და ამანათებს. მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა ფრანგული ენის მასწავლებელი, ქალბატონი ირმა ვაშაკიძე. პედაგოგი მომავალშიც აპირებს მათთან ურთიერთობის გაგრძელებას.
მოსწავლეთა კონფერენცია
ფრანგულენოვან მოსწავლეთა კონფერენცია "ფრანგები საქართველოში
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლისა და ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში ,,ფრანგები საქართველოში“მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა:მარიამ სხიტარიძემ,ანა რევიშვილმა,ნიკა გრინევსკიმ,ლუკა კაცაძემ და გიორგი ღვინერიამ. პროექტის ხელმძღვანელი-ი. ვაშაკიძე.
მათ მიერ წამოდგენილი პროექტი -კონფერენცია,,ალექსანდრე დიუმა",ვიდეო-რგოლი და დიაპორამა კონკურსის საუკეთესოთა შორის დასახელდა.გამარჯვებული მოსწავლეები სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ!
მათ მიერ წამოდგენილი პროექტი -კონფერენცია,,ალექსანდრე დიუმა",ვიდეო-რგოლი და დიაპორამა კონკურსის საუკეთესოთა შორის დასახელდა.გამარჯვებული მოსწავლეები სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ!
Inscription à :
Articles (Atom)