2017 წლის
15 სექტემბრიდან სამტრედიის #1 საჯარო სკოლა
ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამაში ,,ისწავლე
და ასწავლე საქართველოსთან ერთად“, სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ვაშაკიძესთან
თანამშრომლობს ფრანგი მოხალისე პედაგოგი გოტიე კანტენ კრეპტი, მასთან ერთად ერთად ტარდება სკოლაში პარტნიორული გაკვეთილები ფრანგულ ენაში.
პროგრამაში ჩართულობა
და ფრანგი მოხალისე პედაგოგის ყოფნა სკოლაში, ნამდვილად დამეხმარა ფრანგული ენის
სწავლების პოპულარიზაციაში. გოტიეს ოჯახმა სკოლას უსაჩუქრა ბიბლიოთეკა-ფრანგული წიგნები
მოსწავლეებისათვის. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და იყო
ნამდვილად პროდუქტიული. ერთად ვგეგმავდით თითოეულ გაკვეთილს,უამრავი აქტივობა იქნა
ჩვენს მიერ განხორციელებული:
1.
შევქმენით
ფრანგული კლუბი,,ვისწავლოთ ფრანგული სიმღერით“, კლუბის მუშაობა იმართება
ყოველკვირეულად.
2.
მოვაწყვეთ სამი პედაგოგიური სახელოსნო: ადგილობრივი,
რაიონის და ქუთაისის პედაგოგებისათვის.
3.
გამარჯვება მოვიპოვეთ ფრანკოფონიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში(მე-3 ადგილი)
4.
გამარჯვება მოვიპოვეთ ამავე პროგრამის ფარგლებში, ესეს
კონკურსში.
5.
ავღნიშნეთ ფრანკოფონიის დღესასწაული სკოლაში და
ვუმასპინძნელეთ ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს საქართველოში, ბატონ ჟან-ივ
ლავუარს.
6.
ჩავატარე სამოდელო ტიპის
გაკვეთილები:ინოვაციური,სწავლება ,,გაჩერებებით“ და გამჭოლ კომპეტენციებზე
ორიენტირებული.
7.
მონაწილეობა ფრანგული ენის ეროვნულ კონფერენციაზე,
რომელიც ჩატარდა თბილისის #23-ე სკოლის და ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, თემა-,,თანამედროვე
მიდგომები ფრანგული ენის სწავლების
პოპულარიზაციისათვის“
8. კონფერენცია ქუთაისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.თემა-,,არავერბალური კომუნიკაცია, სპეციფიკური ჟესტები ფრანგულ კულტურაში“
9. მულტიმედიური საგანმანათლებლო რესურსის შექმნა-,,Bonjour
de France“-ის საგანანათლებლო პორტალისათვის
ვმუშაობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე ,,როგორ
გვეხმარება ფრანგული კლუბის მუშაობა ზეპირმეტყველების პრობლემის გადაჭრაში“
vendredi 10 mai 2019
კონკურსები
მოსწავლეთა ესეს
წერის კონკურსისთვის
მოსამზადებელი პროგრამა
საქმიანობის ტიპი: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე
და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში 2017-18
სასწავლო წლის პირველ სემესტრში გამოცხადებული ესეების კონკურსი.
მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს ესეს დაწერა. მოსწავლე უნდა დაეუფლოს ესეს სახის ტექსტების წერას . მოსწავლე ნიმუშებით სარგებლობს, თუმცა ტექსტებს თხზავს, სადაც
იგი თხრობის, აღწერის, აზრის თანამიმდევრულად გადმოცემისა
და დასაბუთების უნარ-ჩვევებს იძენს
უცხ.დ.III.8.მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
უცხ.დ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების შედგენა.
მოსწავლეთა პროფილი:
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მე-6 და მე-9 კლასის
მოსწავლეებმა
ავთო თავბერიძე (6კლ)
§ ნინი
გიორგაძე (6კლ)
§ ნინი
ნიკოლეიშვილი (6კლ)
§ ნათია
კამკამიძე (9კლ)
§ ანა
რევიშვილი (9კლ)
§ ირაკლი
ცინცაძე (9კლ)
§ ლუკა
სიხარულიძე (9კლ)
თარიღი
|
თემა
|
აქტივობა
|
მეთოდი/სტრატეგია
|
რესურსი
|
ნოემბერი
|
საკონკურსო თემის განხილვა.
|
კონკურსის პირობების გაცნობა.შეხვედრების
დაგეგმვა, კლასების მიხედვით
( დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და საბაზო საფეხურის იმეცადინებენ ცალ-ცალკე)
ესეს
წერის სტრუქტურის გაცნობა საფეხურის მოთხოვნის შესაბამისად.
|
ვერბალური მეთოდი.
|
კონკურსისთვის მოსამზადებელი პროგრამა.
ფუცლები,დაფა, ცარცი
|
ნოემბერი
|
ესეს ნიმუშების წარდგენა
|
მეორე შეხვედრაზე მოსწავლეებს დაევალა შესწავლილი
ლექსიკური და გრამატიკული ელემენტების განმეორება.დავიწყეთ ნასწავლი თემატიკის გათვალისწინებით
მიცემული ესეს ნიმუშების დამუშავება
|
ვერბალური
მეთოდი.
|
ესეს ნიმუშები
დაფა
ცარცი
სახელძღვანელოები
|
ნოემბერი
|
ესეს წერაზე მუშაობა,ესეს წერის სტრუქტურის
შესწავლა
|
მესამე შეხვედრაზე მოსწავლეებმა უმარტივესი
ტექსტები შეთხზეს, ნასწავლი თემატიკის გამოყენებით კონკურსის ფორმატის მიხედვით, მსგავსი ტიპის დავალებებზე მუშაობა და შეისწავლეს
ესეს წერა
|
წერითი მუშაობის მეთოდი.
|
დაფა
ცარცი
სახელძღვანელოები
|
ნოემბერი
|
ესეს წერაზე მუშაობა
|
მეოთხე შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს
საშინაო დავალებად მიცემული ესეები.მოსწავლეებს მივეცი რეკომენდაციები ესეების გასწორების
შემდეგ.
|
წერითი მუშაობის მეთოდი.
|
სამუშაო ფურცლები
საწერი კალმები
|
დეკემბერი
|
საკონკურსო ესეს წერა
|
,,L’istituteur bénévole dans mon
village/ville“-6კლასი
,,Les vieilles coutumes dans le monde d’aujourd’hui“-9 კლასი
|
წერითი მუშაობის მეთოდი.
|
სამუშაო ფურცლები
საწერი კალმები
|
როგორც თქვენთვის ცნობილია, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მიზნობრივი პროგრამების სამსახურში შემავალი ქვეპროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ხშირად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და უცხოური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას.
2017-18 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გამოცხადებულ ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო ოცდაერთმა საჯარო სკოლამ და დაახლოებით ორას ცამეტმა მოსწავლემ. კონკურსი ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 1) VI-VII კლ. 2)VIII-IX კლ. 3) X-XII კლ, სადაც სულ გამოვლინდა ოცდაერთიგამარჯვებული მოსწავლე.
წერით კონკურსში მონაწილე გამარჯვებული მოსწავლეებია:
Ø ფრანგული ენა
§ ავთო თავბერიძე (6კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§ ნინი გიორგაძე (6კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§ ნინი ნიკოლეიშვილი (6კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§ ნათია კამკამიძე (9კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§ ანა რევიშვილი (9კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§ ირაკლი ცინცაძე (9კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა;
§ ლუკა სიხარულიძე (9კლ) - სსიპ - ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა.
პროგრამის სახელით, უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ყველა იმ დირექტორს, ადგილობრივ უცხოური ენის პედაგოგსა და მოსწავლეს, რომლებიც დაეხმარნენ მოხალისე მასწავლებლებს კონკურსის ორგანიზებასა და წარმატებით ჩატარებაში. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ოცდაერთივე გამარჯვებული მოსწავლე მოწვეული იქნება 2017-2018 სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში, 2018 წლის ივნისში. მათ გადაეცემათ სერტიფიკატები დასიმბოლური საჩუქრები.
გისურვებთ, მომავალშიც პროგრამასთან წარმატებით თანამშრომლობას.
პატივისცემით,
მიზნობრივი პროგრამების სამსახური, პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"
სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
jeudi 9 mai 2019
სტაჟირება საფრანგეთში
სტაჟირება
2016 წლის ზაფხულში
გავიარე 2 კვირიანი სტაჟირება საფრანგეთში(30.07-13.08)
ქალაქ ნიცაში ,,Université de Monde“- ში. უნივერსიტეტი, მსოფლიოში პოპულარიზაციას უწევს ფრანკოფონიას და ინოვაციურ, ინტერკულტურულ
და კლასიკურ სტაჟირებას სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მასწავლებლებს. პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად მოვისმინე მრავალფეროვანი
და სასარგებლო ტრენინგ -მოდულები. პედაგოგიურმა
სტაჟირებამ გაამართლა ჩემი მოლოდინი, ჩემს პროფესიულ კარიერაზე
ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გავიარე ორი მოდული , რომლებიც მოიცავდა ,,სახალისო
აქტივობების განხორციელებას ‘’და ,,web რესურსების გამოყენებას კლასში.“თითოეული მოდული
მოიცავდა 15 საათს, (სულ 30 საათი) რაც შეეხება ატელიეს, გავიარე ,,თამაშების სკივრი“
და ,,წერითი კომპეტენციის განვითარება ფრანგულ ენაში, როგორც მეორე უცხოური ენისა“
(14 საათი) და ატელიე Web 2.0 FLExo-Machine (8საათი).
სტაჟირება ხორციელდება უნივერსიტეტის სამეცნიერო
საბჭოს კონტროლის ქვეშ, რომელიც შედგება სხვადასხვა ქვეყნების ფრანგული ენის მაღალკვალიფიციური
პროფესორ-მასწავლებლებისაგან, რომლებმაც მაქსიმალურად შეძლეს ახალი დიდაქტიკური მეთოდებით
სწავლება. ეს პერიოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან
ეტაპს წარმოადგენდა. მოვისმინე საინტერესო სამეცნიერო კონფერენციები: ჟან ნოვაკის ,,თეატრი კლასში,“ დიდიე დენისის ,,ვისწავლოთ ფრანგული სიმღერით,“დიდიეს
გამომცემლობა ,,ახალი ტექნოლოგიები და ლექსიკის მემორიზაცია,“დავესწარი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს, უნივერსიტეტის
მიერ ორგანიზებული იქნა ექსკურსიები საფრანგეთის ყველაზე რაფინირებულ ლაჟვარდოვან სანაპიროზე
ნიცაში, ვილფრანსში, მონაკო, მონტე კარლოსა და მანტონში.
სტაჟირების პერიოდში აქტიურად ვესწრებოდი ტრენინგ-მოდულებსა და ატელიეს. გავეცანი ინტერაქტიულ და მიზანმიმართულ სხვადასხვა მეთოდური კვლევებს, რომლებიც ეყრდნობოდა ენების საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოს, და მასწავლებლებს გვთავაზობდა სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. სტაჟირების მიზანი იყო- გავცნობოდი:
სტაჟირების პერიოდში აქტიურად ვესწრებოდი ტრენინგ-მოდულებსა და ატელიეს. გავეცანი ინტერაქტიულ და მიზანმიმართულ სხვადასხვა მეთოდური კვლევებს, რომლებიც ეყრდნობოდა ენების საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოს, და მასწავლებლებს გვთავაზობდა სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. სტაჟირების მიზანი იყო- გავცნობოდი:
1.
ავთენტური
მასალის დიდაქტიზირებას
2.
სახალისო
აქტივობების დანერგვას ენის შესწავლის მოტივაციის ასამაღლებლად.
3.
სწავლების პროცეში
WEB რესურსების მიზანმიმართულად გამოყენება
4. FLExo-Machine -ში მუშაობას და მულტიმედიურ რესურსების შექმნისა და
,,Bonjour de France”-ის პორტალზე ატვირთვა
-განთავსების პრინციპებს.
სახალისო აქტივობების შესახებ საინტერესო მოდულები ჩატარდა
ალისია კრაზჩუკის მიერ, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა თემატიკით და საინტერესო
მუშაობით. მის მიერ ჩატარებული მოდულები და
მოწოდებული რესურსები მოიცავდა ყველა
დონის შესაბამის სავარჯიშოებსა და სახალისო აქტივობებს .განსაკუთრებით საინტერესო იყო შემოთვაზებული ფრანგული კლიპები, სხვადასხვა კონკრეტულ
გრამატიკულ საკითხებზე. განხილვა ხდებოდა არა
მარტო სიმღერების, როგორც სასწავლო რესურსებისა, არამედ მრავალფეროვანი აქტივობები სრულდებოდა ტრენინგის მიმდინარეობისას, როგორც წყვილებში, ასევე პატარა ჯგუფებში. თითოეული დავალება
გულისხმობდა ოთხივე კომპეტენციის (წერა,კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი) განვითარებას ,შემოთავაზებული
აქტივობები მოითხოდა არგუმენტირებულ მსჯელობას, ვარაუდების გამოთქმას, ინოვაციურ მეთოდებზე
დაკვირვებას, რაც ხელს უწყობს ფრანგული ენის გაკვეთილზე ავთენტური დოკუმენტების (ვიდეო, აუდიო და
საგაზეთო სტატია) გამოყენებას . მოგვეცა საშუალება ფრანგული და ფრანკოფონური
რესურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობისა და ონლაინ თამაშების და სავარჯიშოების სასწავლო გარემოში
დანერგვისა.
გავეცანით კონკრეტულ მეთოდურ სიახლეებს , რაც სტიმულს
მისცემს ფრანგული ენის სწავლებას და ენის დაუფლების პროცესს გახდის უფრო შემოქმედებითს, სასიამოვნოსა და საინტერესოს, როგორც ლინგვისტურ, ასევე ცივილიზაციის
ასპექტებში. ასევე გავეცანით ,სოციალური ქსელების
, ,,Bonjour de france“-ის ინტეგრირებას გაკვეთილებზე და სხვადასხვა ავთენტური მასალების
დიდაქტიზირებას. ,,დიდიე“-ს გამომცემლობამ საჩუქრად გადმომცა უახლოესი სახელმძღვანელოები:“,,Jus
d‘orange“, ,,Décibel“,,,Echo junior“,,Saison”,რომლებსაც დამატებით ლიტერატურად ვიყენებ
სასწავლო პროცესში.
სტაჟირება დასრულდა მონაწილე პედაგოგების მიერ საკუთარი
ქვეყნის პრეზენტაციითა და ტრადიციული სუფრის
წარდგინებით.სტაჟირებამ უამრავი უცხოელი მეგობარი შემძინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებთანაც ვაგრძელებ თანამშრომლობას. არა ერთი ინოვაციური დიდაქტიკური მეთოდი გავაცანი ჩემს
კოლეგებს, მათთვის სპეციალურად წარმოვადგინე სტაჟირების ანგარიში.
Inscription à :
Articles (Atom)































