dimanche 20 octobre 2019

2019 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი

25 სექტემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ქართული,როგორც მეორე ენების საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსში,რომელიც 2019 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.
დაჯილდოების ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.კონკურსში მონაწილე 14 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა,რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა

ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელად ქალაქ სამტრედიის #1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა ვაშაკიძე დასახელდა, რომელსაც ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთში სტაჟირებას დაუფინანსებს.გარდა ამისა, პედაგოგს კომისიის წევრმა, მირანდა ლომიძემ გადასცა მეხსიერების ბარათი დამხმარე სახელმძღვანელოებით.ასევე,თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გამარჯვებული სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.




Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire