vendredi 10 mai 2019

პროექტი TLG

                              2017 წლის 15 სექტემბრიდან  სამტრედიის #1 საჯარო სკოლა ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამაში ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“, სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ვაშაკიძესთან თანამშრომლობს ფრანგი მოხალისე პედაგოგი გოტიე კანტენ კრეპტი, მასთან ერთად ერთად  ტარდება სკოლაში  პარტნიორული გაკვეთილები ფრანგულ ენაში.

პროგრამაში ჩართულობა და ფრანგი მოხალისე პედაგოგის ყოფნა სკოლაში, ნამდვილად დამეხმარა ფრანგული ენის სწავლების პოპულარიზაციაში. გოტიეს ოჯახმა სკოლას უსაჩუქრა  ბიბლიოთეკა-ფრანგული წიგნები მოსწავლეებისათვის. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და იყო ნამდვილად პროდუქტიული. ერთად ვგეგმავდით თითოეულ გაკვეთილს,უამრავი აქტივობა იქნა ჩვენს მიერ განხორციელებული:

1.      შევქმენით  ფრანგული კლუბი,,ვისწავლოთ ფრანგული სიმღერით“, კლუბის მუშაობა იმართება ყოველკვირეულად.

2.      მოვაწყვეთ სამი პედაგოგიური სახელოსნო: ადგილობრივი, რაიონის და ქუთაისის პედაგოგებისათვის.

3.      გამარჯვება მოვიპოვეთ ფრანკოფონიის ფარგლებში  ჩატარებულ კონკურსში(მე-3 ადგილი)

4.      გამარჯვება მოვიპოვეთ ამავე პროგრამის ფარგლებში, ესეს კონკურსში.

5.      ავღნიშნეთ ფრანკოფონიის დღესასწაული სკოლაში და ვუმასპინძნელეთ ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს საქართველოში, ბატონ ჟან-ივ ლავუარს.

6.      ჩავატარე სამოდელო ტიპის გაკვეთილები:ინოვაციური,სწავლება ,,გაჩერებებით“ და გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული.

7.      მონაწილეობა ფრანგული ენის ეროვნულ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა თბილისის #23-ე სკოლის და ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, თემა-,,თანამედროვე მიდგომები ფრანგული ენის სწავლების  პოპულარიზაციისათვის“

8.      კონფერენცია  ქუთაისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.თემა-,,არავერბალური კომუნიკაცია, სპეციფიკური ესტები ფრანგულ კულტურაში

9.      მულტიმედიური საგანმანათლებლო რესურსის შექმნა-,,Bonjour de France“-ის საგანანათლებლო პორტალისათვის

 ვმუშაობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე ,,როგორ გვეხმარება ფრანგული კლუბის მუშაობა ზეპირმეტყველების პრობლემის გადაჭრაში“ 

















Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire