jeudi 9 mai 2019

ფრანგული კლუბი


       2017 წლის 15 სექტემბრიდან  სამტრედიის #1 საჯარო სკოლა ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამაში ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“, სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ვაშაკიძესთან თანამშრომლობს ფრანგი მოხალისე პედაგოგი გოტიე კანტენ კრეპტი, მასთან ერთად ერთად  ტარდება სკოლაში  პარტნიორული გაკვეთილები ფრანგულ ენაში. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში ჩამოყალიბდა  ფრანგული კლუბი : ,,Le français en chansons  განისაზღვრა კლუბის საქმიანობის წესდება, ჩამოყალიბდა მიზნები და კლუბის სამუშაო გეგმა. კლუბის სლოგანია-,,La chanson française donne des ailes à la pensée et l’envie de  connaître la langue“-,,ფრანგული სიმღერა ფრთებს ასხამს ფიქრს და ქმნის ენის ცოდნის სურვილს“
     ფრანგული კლუბის არსებობა სკოლაში მიზნად ისახავს ფრანგული ენის პოპულარიზაციას. სიმღერის ავთენტურობა და საგანმანათლებლო პოტენციალი, რომელიც კლუბის მუშაობის უმთავრესი პირობაა  საკომუნიკაციო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.



















Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire