jeudi 9 mai 2019

სტაჟირება საფრანგეთში


         
                                          სტაჟირება                                                                                
 2016 წლის  ზაფხულში  გავიარე  2 კვირიანი სტაჟირება საფრანგეთში(30.07-13.08) ქალაქ ნიცაში ,,Université de Monde“- ში. უნივერსიტეტი, მსოფლიოში პოპულარიზაციას უწევს ფრანკოფონიას და ინოვაციურ, ინტერკულტურულ და კლასიკურ სტაჟირებას სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მასწავლებლებს. პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად მოვისმინე მრავალფეროვანი და სასარგებლო  ტრენინგ -მოდულები. პედაგოგიურმა სტაჟირებამ  გაამართლა ჩემი მოლოდინი, ჩემს პროფესიულ კარიერაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გავიარე ორი მოდული , რომლებიც მოიცავდა ,,სახალისო აქტივობების განხორციელებას ‘’და ,,web რესურსების გამოყენებას კლასში.“თითოეული მოდული მოიცავდა 15 საათს, (სულ 30 საათი) რაც შეეხება ატელიეს, გავიარე ,,თამაშების სკივრი“ და ,,წერითი კომპეტენციის განვითარება ფრანგულ ენაში, როგორც მეორე უცხოური ენისა“ (14 საათი) და ატელიე Web 2.0 FLExo-Machine (8საათი).
   სტაჟირება ხორციელდება უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს კონტროლის ქვეშ, რომელიც შედგება სხვადასხვა ქვეყნების ფრანგული ენის მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებისაგან, რომლებმაც მაქსიმალურად შეძლეს ახალი დიდაქტიკური მეთოდებით სწავლება. ეს პერიოდი ჩემს  პროფესიულ საქმიანობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა. მოვისმინე საინტერესო სამეცნიერო კონფერენციები:  ჟან ნოვაკის ,,თეატრი  კლასში,“ დიდიე დენისის ,,ვისწავლოთ ფრანგული სიმღერით,“დიდიეს გამომცემლობა ,,ახალი ტექნოლოგიები და ლექსიკის მემორიზაცია,“დავესწარი  სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს, უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული იქნა ექსკურსიები საფრანგეთის ყველაზე რაფინირებულ ლაჟვარდოვან სანაპიროზე ნიცაში, ვილფრანსში, მონაკო, მონტე კარლოსა და მანტონში.                                                                                                                    
 სტაჟირების პერიოდში აქტიურად ვესწრებოდი ტრენინგ-მოდულებსა და ატელიეს.  გავეცანი ინტერაქტიულ და მიზანმიმართულ  სხვადასხვა  მეთოდური კვლევებს, რომლებიც ეყრდნობოდა ენების  საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოს, და მასწავლებლებს გვთავაზობდა სწავლების  ინოვაციურ მეთოდებს.    სტაჟირების  მიზანი იყო- გავცნობოდი:
1.      ავთენტური მასალის დიდაქტიზირებას
2.      სახალისო აქტივობების დანერგვას ენის შესწავლის მოტივაციის ასამაღლებლად.
3.      სწავლების პროცეში WEB რესურსების მიზანმიმართულად  გამოყენება
4.      FLExo-Machine -ში მუშაობას და მულტიმედიურ რესურსების შექმნისა და ,,Bonjour de France”-ის  პორტალზე ატვირთვა -განთავსების პრინციპებს.
სახალისო აქტივობების შესახებ საინტერესო მოდულები ჩატარდა ალისია კრაზჩუკის მიერ, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა თემატიკით და საინტერესო მუშაობით. მის მიერ ჩატარებული მოდულები და  მოწოდებული რესურსები მოიცავდა  ყველა დონის შესაბამის სავარჯიშოებსა და სახალისო აქტივობებს .განსაკუთრებით საინტერესო იყო  შემოთვაზებული ფრანგული კლიპები, სხვადასხვა კონკრეტულ გრამატიკულ  საკითხებზე. განხილვა ხდებოდა არა მარტო სიმღერების, როგორც სასწავლო რესურსებისა, არამედ  მრავალფეროვანი აქტივობები  სრულდებოდა  ტრენინგის მიმდინარეობისას, როგორც  წყვილებში, ასევე პატარა ჯგუფებში. თითოეული დავალება გულისხმობდა ოთხივე კომპეტენციის (წერა,კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი) განვითარებას ,შემოთავაზებული აქტივობები მოითხოდა არგუმენტირებულ მსჯელობას, ვარაუდების გამოთქმას, ინოვაციურ მეთოდებზე დაკვირვებას, რაც ხელს უწყობს ფრანგული ენის გაკვეთილზე ავთენტური დოკუმენტების (ვიდეო, აუდიო და საგაზეთო სტატია)  გამოყენებას . მოგვეცა საშუალება ფრანგული და ფრანკოფონური რესურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობისა  და ონლაინ თამაშების და სავარჯიშოების სასწავლო გარემოში დანერგვისა. 
გავეცანით კონკრეტულ მეთოდურ სიახლეებს , რაც სტიმულს მისცემს ფრანგული ენის სწავლებას და ენის დაუფლების პროცესს  გახდის უფრო შემოქმედებითს,  სასიამოვნოსა  და საინტერესოს, როგორც ლინგვისტურ, ასევე ცივილიზაციის                     ასპექტებში. ასევე გავეცანით ,სოციალური ქსელების , ,,Bonjour de france“-ის ინტეგრირებას გაკვეთილებზე და სხვადასხვა ავთენტური მასალების დიდაქტიზირებას. ,,დიდიე“-ს გამომცემლობამ საჩუქრად გადმომცა უახლოესი სახელმძღვანელოები:“,,Jus d‘orange“, ,,Décibel“,,,Echo junior“,,Saison”,რომლებსაც დამატებით ლიტერატურად ვიყენებ სასწავლო პროცესში.
სტაჟირება დასრულდა მონაწილე პედაგოგების მიერ საკუთარი ქვეყნის პრეზენტაციითა და ტრადიციული სუფრის  წარდგინებით.სტაჟირებამ უამრავი უცხოელი მეგობარი შემძინა მსოფლიოს  სხვადასხვა  ქვეყნებიდან, რომლებთანაც ვაგრძელებ   თანამშრომლობას.                                                                                                                                                                                                                                   არა ერთი ინოვაციური დიდაქტიკური მეთოდი გავაცანი ჩემს კოლეგებს, მათთვის სპეციალურად წარმოვადგინე სტაჟირების ანგარიში.






Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire